საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა

კალათბურთი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთო.

ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი ლატვიასთან რიგაში გამართა და 55:83 დამარცხდა.

შემდეგ თამაშს ქართველი კალათბურთელები 4 ივლისს, ფილიპინების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძვის – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).