„მზის სხივები, შესაძლოა, კიბოს გამომწვევი გახდეს“ - როგორ მივიღოთ უსაფრთხო რუჯი

ავტორუჯი

მზის სხივები, შესაძლოა, კიბოს გამომწვევი გახდეს, - ამის შესახებ დერმატოლოგი ნინო თარაშვილი აცხადებს.

„ყველაზე გავრცელებული საშიში ფაქტორი, რაც შეიძლება მოჰყვეს უკონტროლო რუჯს, ეს არის კანის ავთვისებიანი დაავადება. შუადღის მზეზე, საათობით, მზის დამცავის გარეშე ყოფნა, არ შეიძლება. 

სპეციალური საშუალებების წასმით, დამცავი ეკრანი წარმოიქმნება კანზე და კარგია, რომ ამ კრემების შერჩევა კანის ტიპების მიხედვით არის შესაძლებელი. 

დამცავი კრემის წასმასაც თავისი წესი აქვს - გარუჯვამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მოხდეს დატანა, რომ კრემმა დამცავი ეკრანის წარმოქმნა მოახერხოს. ამის შემდეგ გასარუჯად წასვლა შეგვიძლია. თუ წყალთან გვაქვს შეხება, აუცილებელია, ამ ეკრანის განახლება. 

რაც შეეხება spf-ს, სასურველია, ზაფხულის სეზონზე 50%-ანი და ზემოთ გამოვიყენოთ. ზამთარში, გრილ სეზონზე 20-30%-იანიც საკმარისია. 

ვრცლად ↓