GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს. 

„მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია 4 ივლის, ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების  0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული,  ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია  3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:
წყნეთს, დაბა კიკეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს. მთაწმინდის რაიონი, დაბა წავკისს და დაბა კოჯორს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.