„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს 09:00-დან 12:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტს ქალაქ მცხეთაში, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღაიანი, ქსანი, მუხრანი.

10:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება ზაჰესში თავისუფლების, ჭიჭინაძის, ავჭალის, ყაზბეგის ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, ავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, წყაროს უბანში და ზემოუბანში, სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში და ავჭალა 2-ის დასახლებაში.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, დწითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, მაქართა, დუმაცხო, ბაკურხევი, დიხჩო, დიდებაანი, ჩობალაურები, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მლაშე, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ჩასახლებაში, დუშეთში გურამ რჩეულიშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.