„ხელი ირანში მთხოვა... უპრეცედენტო ამბავი იყო...“ - როგორ გაიცნო გიორგი გველესიანმა მეორე ნახევარი

გიორგი გველესიანი

ეროვნული ნაკრების მცველმა, გიორგი გველესიანმა EURO 2024-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. ცხადია, გარდა მისი სპორტული კარიერისა, აინტერესებთ პირადი ცხოვრებაც.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ირანში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, იქ საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა. 

მისი რჩეული კი უმშვენიერესი ქალი, ლინდა კიკოლაშვილია. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ შექმნეს ოჯახი და როგორია მათი ირანული ცხოვრება - ამ ყველაფერზე ფეხბურთელის მეუღლე „დღის პოსტში“ საუბრობს.

ერთმანეთი 2018 წელს გავიცანით, საერთო მეგობრის მეშვეობით. „ინსტაგრამზე“ ნახა ჩემი ვიდეო და ჩემს მეგობარს სთხოვა, გამაცანიო... მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. შევხვდით ერთმანეთს და პირველივე შეხვედრაზე მტკიცე ხასიათი გამოავლინა - დიდი ხანია გათვალიერებ და პირველივე შეხვედრიდან ერთად უნდა ვიყოთო... გაკვირვებული დავრჩი (იცინის). დაახლოებით, 1 წელიწადში შევუღლდით... ხელი ირანში მთხოვა...

ეს იყო უპრეცედენტო ამბავი, იქ მიჩვეულები არ არიან, რომ ქალთან მუხლმოდრეკით წარდგეს კაცი და ხელი სთხოვოს. მოკლედ, ძალიან რეზონანსული ამბავი იყო. მომდევნო დღეს, მთელი პრესა ამაზე წერდა.

რა თქმა უნდა, დაოჯახებას ვაპირებდით, მაგრამ იმ მომენტში არ ველოდი - რესტორანში ვისხედით, მეგობარს გადაღება დაავალა, მუხლი მოიდრიკა და ასე მთხოვა ხელი... ძალიან სენსიტიური იყო, დღემდე ძალიან დიდი ემოციებით ვიხსენებ ამ ამბავს...“ - ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.

ვრცლად ↓