საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

u18 რაგბი

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ქართველმა მორაგბეებმა „რუსთავი არენაზე“ გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის 34-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოიგეს.

მასპინძლებს შორის ორი ლელო ლუკა ხორბალაძემ დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი მიხეილ ხახუბიამ, ლუკა ცირეკიძემ და ლადო ტყაბლაძემ აიღეს. ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.