ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე დაკავებულ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 500-500 ათასი ლარი შეუფარდა.
პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ სახდელის 15-დღიანი ვადა 30 დღემდე გაზარდა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. შემდეგი პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.
საქმე ეხება 3 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელებმა ტერმინალში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მალულად განკარგეს.