„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ დაძაბული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„კრემონეზეს“ სატურნირო მდგომარეობა გუნდის რეალურ ძალებს არ ასახავს, ამიტომ ეს მართლაც რთული მატჩი იყო. მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა, მან შექმნა. ეს იგივეა, გოლი მას გაეტანა. რაც ამ საღამოს მან ლოზანოსთვის გააკეთა, აუცილებლად უკან დაუბრუნდება. არ იყო პენალტი? როგორც მე სათადარიგოთა სკამიდან დავინახე, ეს პენალტი იყო. ხვიჩას მიმართ მთელი თამაში ხელებით ეუხეშებოდნენ. მითხრა, რომ ასე თამაში დაუშვებელია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ბოლომდე ვერ აღიქვა, როგორ ფეხბურთს თამაშობენ აქ,“ - ამბობს „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი.
ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილის გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლთან“ 1:4 დამარცხდა.