რაგბის კავშირი მიმართავს გულშემატკივრებს, რომლებმაც საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები შეიძინეს

ragbi

საქართველოს რაგბის კავშირი ინფორმაციას ავრცელებს იმ ბილეთებთან დაკავშირებით, რომლებიც გულშემატკივრებმა საქართველო რუსეთის მატჩზე დასასწრებად შეიძინეს.

„ვინც 27 თებერვალს გასამართი თამაშისთვის შეიძინეთ ბილეთები, შეგიძლიათ არ დააბრუნოთ აღნიშული ბილეთები და 20 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი, 2022 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს აღნიშნული ბილეთებით დაესწროთ;

ონლაინ შეძენლიბილეთების დაბრუნება:

გახსენით შეძენილი ბილეთი, სადაც უკვე გააქტიურებულია ‘დაბრუნების’ ღილაკი. ტექნიკური შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით მიმართოთ TKT.GE–ს ფეისბუქზე და/ან შემდეგ მისამართზე: support@tkt.ge

სალაროებში შეძენილი ბილეთების დაბრუნება:

ვინც თამაშის ბილეთები დინამო არენას სალაროებში შეიძინეთ, დაბრუნებას შეძლებთ ასევე დინამო არენას სალაროებში. დინამოზე სალარო იმუშავებს 3 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით (11-დან 19 საათამდე).“,- ნათქვამია განცხადებაში.