„თოვლჭყაპი, წვიმა, ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1793475645
ჩინელმა ახალგაზრდებმა შინაური ცხოველების ნაცვლად ხავსმოდებული აგურების ყოლა დაიწყეს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ასეთი „ცხოველები“ მოვლას პრაქტიკულად არ საჭიროებენ, საკმარისია დღეში რამდენჯერმე წყალი შეასხუროთ და დაელოდოთ, როდის ამოვა მათზე ხავსი. ამასთან, აგურის მორწყვა რომც დაგავიწყდეთ, არაფერი მოხდება - ხავსი უბრალოდ „მიძინების რეჟიმში“ გადავა.
არაორდინარული „შინაური ბინადრები“ პირველ რიგში იმიტომ გაჩნდნენ, რომ პატრონებს სტრესთან და მარტოობასთან გამკლავებაში, ასევე ცხოვრების აზრის პოვნაში დაეხმარონ. თუმცა, ამ ჰობის თავისი მინუსებიც აქვს: აგურებზე შესაძლოა ობი გაჩნდეს, ზოგიერთი მფლობელი კი თვალების ქავილსა და სურდოს უჩივის.