„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება განმარტა.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას, ორი საკვანძო მიზეზი ჰქონდა.
„პირველი - საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო წესდება. მეორე - გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს“, - განაცხადა უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.