„ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ...“ - ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ფოტო

ბიზნესმენისა და პროდიუსერის ლაშა ბასლანძის შვილი, ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„რამდენჯერაც არ უნდა დავიწყო წერა, მალევე ვჩერდები, რადგან ვერცერთი სიტყვა ვერ იტევს შენი დაკარგვის მასშტაბს.

ამ 365 დღის განმავლობაში ჩემი პირველი და ბოლო ფიქრი შენ იყავი. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2025 წლის 27 ოქტომბრამდეც ხომ სულ ასე იყო… ლაშიკო, ჩემი დღეების, ფიქრების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ჩემი ცხოვრების ასე მკვეთრად გამყოფი თარიღი გახდებოდა.

დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები: „მამა, ისე მენატრები, რომ არ გნახო, გადავირევიო“. მაშინ შენ მეუბნებოდი ამას. ახლა მე მენატრები ასე, მა!

იმდენად დიდი სიყვარული დამიტოვე, რომ ზოგჯერ არც კი ვიცი, სად წავიღო, რისკენ მივმართო… ალბათ, სწორედ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ვიმყოფინო.

მადლობა, რომ იყავი ლაშა ბასლანძე

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“, - წერს ელენე ბასლანძე.

✕