სარჯველაძე: ნამდვილად არ არის კარგი დრო, რომ ახლა ზელენსკის გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ

სარჯველაძე

მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სწორია ან უკრაინას რამეში დაეხმარება, მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი დრო, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ. ჩემი შემოთავაზებაა, რომ ამ თემაზე თავისუფალ რეჟიმში არ ვისაუბროთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის რელევანტური ან უკრაინისთვის რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო, ისევე როგორც საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით, ყოველგვარი დათქმის გარეშე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, რასაც ყოველდღე ვამბობთ. ოღონდ ეს კეთდება არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ საქმითაც, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ არის საკითხები, რის უფლებასაც თავს უბრალოდ ვერ მივცემთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს, მორიგ ბრიფინგზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.