პორტუგალიასთან ეგებ უკეთაც ვითამაშოთ - სანიოლი

სა

ჩეხეთთან ევროპირველობის მეორე ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.

ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ".