რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს - დათვლილია ბიულეტენების 75.31%

ჯჯ

 რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 75.31%.

მეორე ადგილზეა “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” ხმების 14.03%-ით. “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” ხმების 8.75% მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ - 8.01%. მეხუთე ადგილზეა პარტია „სამართლიანი რუსეთი“ 5.01%-ით.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56.66% შეადგინა.

ცნობისთვის, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.