ვარკეთილში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს
1740161507
ორმა ავტორიტეტულმა ვებგვერდმა (Sofascore.com, Whoscored.com) ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბრესტის“ მატჩის (7:0) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო დაპირისპირება უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პარიზელების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ხვიჩამ 39-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. კვარაცხელია მონაწილეობდა კომბინაციაში, რომლის შედეგად გაბრიელ რამოშმა მეექვსე გოლი გაიტანა, ხოლო სენი მაილუმ (86) ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა პსჟ-ის ახალ ვარსკვლავს 9,3 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა, Whoscored-მა კი კვარაცხელია არა მხოლოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, არამედ მისი თამაში 10 ქულით შეაფასა.
„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა. აქამდე მან ორი გოლი ამსტერდამის „აიაქსს“ 2022 წელს, 4 და 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში გაუტანა.