5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
მკლავჭიდის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. East & West 16-15 თებერვალს გაიმართება.
შეჯიბრში მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნება ლეგენდარული დევონ ლარატი. ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი, ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.
რეგლამენტის მიხედვით, როგორც შარშანდელი გამარჯვებული, ამ ტურნირის ჩემპიონს შემდეგ შეჯიბრზე დაუპირისპირდება.
ამჯერად შეჯიბრში 4 ქართველი, გენადი კვიკვინია, ირაკლი ზირაქაშვილი, ბეთქილი ონიანი და ბაჩო საგინაშვილი გამოვლენ.