1739302478
სკოლის მასწავლებელმა 8 წლის მოსწავლე ცივი იარაღით მოკლა (სამხრეთ კორეა)
სამხრეთ კორეაში სკოლის მასწავლებელმა 8 წლის მოსწავლე გოგო ცივი იარაღით მოკლა.
შემთხვევა ქალაქ დეჯონის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა.
მასწავლებელმა მოსწავლეს ჭრილობა ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში მიაყენა, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა მასწავლებელმა ჯანმრთელობის მიზეზებიდან გამომდინარე სამსახური რამდენიმე თვის წინ დროებით დატოვა და შემდეგ დროზე ადრე დაბრუნდა.