1740477955
მარნეულელი ძიუდოისტი გოგონების მორიგი წარმატება

ქალაქ თბილისში გაიმართა პირველი სარეიტინგო ტურნირი გოგონებში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა, ქეთი ხარაზიშვილმა და ბარბარე ცარციძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს გოგონათა ჩართულობის ხელშეწყობა სპორტში. მნიშვნელოვანია, რომ გოგონებს ჰქონდეთ წვდომა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.