1736884505
ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა
ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის წარუმატებლად დაიწყო - ტურნირის პირველ დღეს, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონატს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა.
ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში ისრაელის სახელით მოასპარეზე იან ვოლჩაკთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.