დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1736872068
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. მეორე მსჯავრდებულს, ამავე დღეს დაკავებულ შაკო მაღრაძეს კი მოსამართლემ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
"არ მქონდა იმედები, თუმცა იმდენად აბსურდულია ბრალდება, რაზეც მიდიოდა განხილვა პროცესზე და იმდენად ჩემი ბრალეულობა და მოწმეებმაც დაადასტურეს, ვინც ჩემთან ერთად იმყოფებოდა, რომ არის აბსურდული და არც ერთ კომპონენტში მე ბრალი არ მიმიძღვის, რომ ეს 3 000 ლარინი ჯარიმაც უკანონოა", - აცხადებს აქტივისტი ნუცა მახარაძე.
მოსამართლემ 300-300 ლარით დააჯარიმა მსჯავრდებულთა ადვოკატებიც, რომელთაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ცრემლიანი დედები, რომლებიც ითხოვდნენ სამართალს და ეს მოსამართლეები, როდესაც იქ მივიდნენ ღრეობის გამო, სწორედ ამის გამო დააკავეს ეს თავისუფალი ადამიანი, როდესაც აპროტესტებდა ამ ყველაფერს და დღეს უკვე ბოროტულად, მოსამართლემ მას გადაუხადა სამაგიერო და 12 დღე მისცა სრულიად უკანონოდ, ადვოკატები დაგვაჯარიმა იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებდით ბოლომდე თავისუფალი ადამიანების დაცვას", - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსენებთ, თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 9 პირი.