1692302192
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლის მოპოვება შეძლო.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო კასრაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) და უჩა ტაბატაძე დაეუფლნენ. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი კი ქართველი მძიმეწონოსანი, შალვა გურეშიძე გახდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.