ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში - პროტესტი "ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას მოჰყვა

მზია ამაღლობელი

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხმაური მოჰყვა.

დარბაზში მყოფებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება დარბაზშივე გააპროტესტეს. ისმოდა შეძახილები მოსამართლისა და პროკურორების მისამართით.

"არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ვისურვებდი პატიმრობის მიღმა მეთანამშრომლა სასამართლოსთან", - განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე.

პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვამ კი 100 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს