„ბებიას როგორც კი ეღვიძება, ბავშვების მიყვანას ითხოვს, მერე კი კივილს იწყებს...“ - რას უყვება საბერიოში მომხდარ უბედურებაზე „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი

აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში, მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ გოგონების ბებია, ახლაც საავადმყოფოში წევს. 5 გარდაცვლილი ანგელოზის, 26 წლის დედა და 35 წლის მამა, საბერიოში ნათესავის სახლში არის. მათ იქამდე, კოვიდის პერიოდში პატარა ბიჭიც დაკარგეს... ამბობენ, რომ მეექვსე მტრედი სწორედ ამის ნიშანია... 

იქამდე ოჯახის ახლობელი, იმ საზარელ დღეზე გვიყვება.

„ბებოს საახალწლოდ ბავშვებისთვის ნაძვის ხის ქვემოთ, სათამაშოები დაუხვედრებია, ლუკმას არ იდებდა პირში, სულ აფხაზეთიდან ჩანთით სოფლის ნობათი გადაჰქონდა მათთვის. როგორც წესი, დილით ყველა ოჯახში ინთება ცეცხლი. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და არ შეიძლება... როდესაც ბავშვების ძვლებს მიაგნეს, ორი პატარა ლოგინის ქვეშ შემძვრალა, პამპერსით იცნეს, ხოლო ერთს, მეორე კალთაში ეწვა ისეთ მდგომარეობაში იყო... ბებოს კივილზე მალევე მოვიდნენ მეზობლებიც, თუმცა იქ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო... 

ახლა, როგორც კი გამოეღვიძება იძახის, ბავშვები მომიყვანეთო, ეგრევე კივილს იწყებს და დამამშვიდებელს უკეთებენ, აძინებენ...

დაკრძალვის დღეს, რომ მოვიდა მტრედები, მის მერე ბავშვების კუთხეს არ შორდება...“- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელი. 

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.