წყალი შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 15 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვარს საღამოს 18:00 საათიდან 16 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.