ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ლიონელ მესიმ ალჟირს სამი გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს გაუთანაბრდა.
სამივე გოლი 39 წლის ლიონელ მესიმ გაიტანა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მესი ასევე პირველი მოთამაშეა, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ერთ დღეში ამ რეკორდს, დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდო გაიმეორებს.
ლეომ კილიან მბაპეს, გერდ მიულერსა და ბრაზილიელ რონალდოს გადაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. ორივეს – 16-16 გოლი აქვს.ეს იყო მესის მე-200 მატჩი არგენტინის ნაკრებში.