„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იკერ კასილასი დღეს მის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
კასილასი წერს, რომ ის ჰაკერების მსხვერპლი გახდა.
„ანგარიში გატეხეს. საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა. ბოდიში ყველა ჩემს ფოლოვერს და რა თქმა უნდა, უფრო დიდი ბოდიში LGBT საზოგადოებას,“ - ვკითხულობთ ტვიტში.
ცნობისთვის, დღეს კასილასის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ტვიტი, სადაც ეწერა რომ ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი გეია.