პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.
ხვიჩა კვარაცხელია ყოველდღიურად წინ მიიწევს. ფეხბურთელი Serie A-ს თვის (აგვისტო) საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
„აი, ლურჯი სამყაროს მოულოდნელი ოცნება – გავიცანით ჩვენი ჩემპიონატის ახალი ვარსკვლავი, ბიჭი, რომელიც ქალაქს თავს აყვარებს და სიამაყით ავსებს მის საქართველოს“, – ასე წარადგენს Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ საკუთარ ოჯახზე, „ნაპოლსა“ და მომავალ მიზნებზე ისაუბრა.
„თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე ვინმე ფიქრობს. ჩემთვის ყოველი ტიტული, ყოველი გამარჯვება ოცნებაა – როგორც ამსტერდამში, ასევე „სტადიომარადონაზე“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. „ნაპოლი“ არის ძალიან ერთსულოვანი ოჯახი, სადაც ყველა ბევრს მუშაობს და წინ იყურება. ამიტომაც არის ძალიან ძლიერი გუნდი“
„თითქმის ყოველთვის ჩემთან ერთად არიან მშობლები და ჩემი ორი ძმა – ერთი უფროსი და ერთი უმცროსი, თორმეტი წლის. საქართველოშიც თამაშობს და მართლა ძალიან კარგია. თორნიკე „ნაპოლიში“? რატომაც არა. ჩემი საცოლე?ამ წუთში საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ჩამოდის, ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს“,- ამბობს კვარაცხელია.