პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.
ხვიჩა კვარაცხელია ყოველდღიურად წინ მიიწევს. ფეხბურთელი Serie A-ს თვის (აგვისტო) საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
„ნაპოლის” ისტორიულმა ფიგურამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ და 1986/87 წლების სეზონში, დიეგო მარადონასთან ერთად, ისტორიაში პირველად ნეაპოლიტანელების მიერ მოგებული სკუდეტოს მონაწილე გახდა, გუნდის ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„იმ პერიოდში, როცა ვიქტორ ოსიმენი მოედანზე არ არის, მისი ჩანაცვლების ერთი ან ორი ვარიანტი არსებობს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, იმისთვის, რომ მას მცველებმა ხელი შეუშალონ, აქ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ეს გზა არის ის, რომ კვარას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა მცირე სივრცე დაუტოვონ. ეს არის ისეთი მეთოდი, რომლითაც მე ჩემი კარიერის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.
“ნაპოლის” დიდი პოტენციალი აქვს და ამ გუნდს შეუძლია, რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. ისინი შესანიშნავ სანახაობას გვთავაზობენ და მათ შორს წასვლა შეუძლიათ”, – თქვა 71 წლის ვეტერანმა მარჯვენა მცველმა, რომელიც “ნაპოლის” შემადგენლობაში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა.
შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.