აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
1788352364
ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Napolipiu-მ "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლიდანაც იმ ორი ფეხბურთელის სახელი ხდება ცნობილი, ვისთანაც კვარას ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული.
"ოსიმენი? - ის საქართველოში ყველას უყვარს. ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ჩვენს ქვეყანას ესტუმრება. ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ფანტასტიკურია, თუნდაც მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა გვქონდეს. რაც შეეხება იტალიას, ნაპოლიმ აჩვენა, რომ ქვეყნის შიგნით არანაირი კონკურენტი არ ჰყავს."
ხვიჩას საუკეთესო მეგობრები? - კვარა ყველაზე მეტად ოსიმენთან და ელმასთან მეგობრობს, მათთან ხვიჩას მშვენიერი ურთიერთობა აქვს," - აცხადებს გამოცემასთან ჟურნალისტი, კახა დგებუაძე.