1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,შენ და კვარას გიყვართ ერთმანეთი?" - გამომწერის ამ კითხვის საპასუხოდ, მომღერალი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ აღნიშნული ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ცნობადი სახეების ირგვლივ ყოველთვის ვრცელდება ხოლმე სხვადასხვა ჭორი, ამბავი... ნუ, რა თქმა უნდა, ძირითადად, ტყუილია ხოლმე. მე უკვე შევეჩვიე ამ ამბავს.
არც ვიცი, ვის გულისხმობდით, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობდით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, ქვეყნის სასახელო ბიჭია, თუმცა, ის ჭორები, რაც გავრცელდა, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. გეტყვით, რომ მე არ ვარ პასუხისმგებელი სხვების წარმოსახვაზე", - ამბობს თათა გიორგობიანი.