ინგლისმა შვეიცარიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

ინგლისი-შვეიცარია

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში შვეიცარია დაამარცხა დ 1/2-ფინალში გავიდა.

მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა. 75-ე წუთზე ემბოლომ ნდოიეს გადაცემულ ბურთს პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და შვეიცარია დააწინაურა. თუმცა, საკამ მალე შორიდან ანგარიში გაათანაბრა (ეს კარში ინგლისელთა პირველი დარტყმა იყო) და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში უფრო აქტიურები შვეიცარიელები იყვნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს, 1:1, პენალტების სერიაში კი საუთგეიტის გუნდმა იმარჯვა.

ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.