ინგლისი და ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ, მექსიკა და ბრაზილია ტურნირს გამოეთიშნენ

ინგლისი და ნორვეგია

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 1/16 ფინალის ორი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკა „აცტეკაზე“ ინგლისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ჯუდ ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ჰარი კეინმა კი პენალტი გაიტანა.

ნორვეგიამ კი ბრაზილია ჰალანდის დუბლით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 36 წლის განმავლობაში, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

ტურნირის შემდეგ ეტაპზე ინგლისი და ნორვეგია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.