ვარკეთილში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს
1740161507
UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, ორგანიზაციის ქვემსუბუქი დივიზიონი ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ დატოვა.
„ილია თოფურია გრძნობს, რომ ქვემსუბუქ დივიზიონში უკვე ყველაფერი გააკეთა, მან თავისი მემკვიდრეობა დატოვა. როგორც ის ამბობს, წონის კლება სულ უფრო უჭირს, ამიტომ მსუბუქი წონის დივიზიონში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდა“, – განაცხადა უაითმა.
28 წლის თოფურიამ UFC-ის ქამარი 2024 წლის თებერვალში ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო ის ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირებაში დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა აქამდე რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ დივიზიონის შეცვლა სურდა, თუმცა ჯერ უცნობია, ვისთან იბრძოლებს. UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი რუსეთის სახელით გამომსვლელი ისლამ მახაჩევია.