მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი ეხმაურება. მეუფე საბა აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული ბრძოლა იყო.
„გილოცავ მერაბ! ეს ბრძოლა არ იყო მხოლოდ მერაბის და უმარის ბრძოლა, ეს ჩვენი ისტორიული ბრძოლა იყო. გილოცავ საქართველო! მიყვარხართ,“ – წერს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი.
UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე უკვე ზედიზედ მოპოვებული 12 გამარჯვებაა, რაც UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში რეკორდია.