ნივთები და ზედაპირები, რომელთაც სოდა არ უნდა მიაკაროთ

სახლის დალაგება

 სოდა მართლაც შეუცვლელი საშუალებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ის ყოველთვის არ გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ სოდა მართლაც სასარგებლოა ბევრი რამის დასუფთავებისას ან სხეულზე ზრუნვისას, ხშირად სჯობს მოერიდოთ კიდეც მის გამოყენებას.

ელექტრო მოწყობილობები
საცხობი სოდა არის აბრაზიული ნივთიერება, რომელიც აუცილებლად გაანადგურებს თქვენი ტელევიზორის ან სმარტფონის გლუვ ზედაპირს, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით ჭუჭყისა და მტვრის გაწმენდას ასეთიპროდუქტით.

ალუმინის ჭურჭელი
სოდის მუდმივმა გამოყენებამ ალუმინის ჭურჭლის გამწმენდ საშუალებად შეიძლება თანდათან დაუკარგოს მას ბზინვარება. საქმე ის გახლავთ, რომ საცხობი სოდა რეაქციაში შედის ალუმინის ზედაპირთან, რაც პოტენციურად იწვევს  ფერის შეცვლას.

დეკორაციები

სოდა არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ სამკაულების გასაწმენდად. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სამკაულს ასუფთავებთ - ოქროულს თუ ბიჟუტერიას, - რეალობა ის არის, რომ უხეში აბრაზიული პროდუქტი თქვენს ბეჭდებსა და საყურეებზე დატოვებს პატარა ნაკაწრებს და წაართმევს მათ ლამაზ ბზინვარებას.

ანტიკვარიატი
აბრაზიული საცხობი სოდა აუცილებლად დაკაწრავს თქვენს ანტიკვარულ ნივთებს, ამიტომ, თუ ამის საჭიროება იქნება, გირჩევთ მსგავსი ნივთები გასაპრიალებლად პროფესიონალს მიაბაროთ. 

შუშის ზედაპირები
აბრაზიული სოდის გამოყენების შემდეგ მინაზე აუცილებლად დარჩება შესამჩნევი ნაკაწრები.

ხის იატაკები
სახლის საერთო ინტერიერში ხის იატაკი მართლაც ლამაზად გამოიყურება, თუმცა მისი სოდით მორეცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება...ვრცლად