მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის გამოსვლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ მოქმედმა ჩემპიონმა დაამარცხა მარ ნურმაგომედოვი, რითაც თავის დივიზიონში დომინაცია განამტკიცა.
„დვალიშვილმა ნამდვილად გამაკვირვა. მეხუთე რაუნდში ის გამოიყურებოდა ისე, თითქოს ბრძოლა ახალი დაწყებული იყო. მას საოცარი საღამო ჰქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერაბმა სენ-პიერის რეკორდიც მოხსნა. რა მითხრა მან ჩხუბის შემდეგ? მადლობა გადამიხადა. ის იყო გაგიჟებული იმ ყველაფრით, რაც მოხდა.
არ გვაქვს კარგი ურთიერთობა და "მანქანას" გაუკეთებია ისეთი რაღაცეები, რაც ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის არ მომწონს. იყო უსიამოვნო მომენტები, მაგრამ მსგავსი სიტუაციები ყველა მებრძოლთან მაქვს", - განაცხადა ამერიკელმა პრომოუტერმა.