1741893700
გადამწყვეტი მატჩი - ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დღეს ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება

"თბილისი არენაზე" დღეს გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინას უმასპინძლებს, შემდეგი შეხვედრა კი, გასვლაზე - 16 მარტს გველოდება.
ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩვენთვის სადებიუტო, ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით და პირველი გამარჯვებაც სწორედ მათთან მოვიპოვეთ.
თამაში 18:00 დაიწყება. დასწრება თავისუფალია.