რუსეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

მიწისძვრა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან, ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სეისმური მოვლენის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 94 კილომეტრში, ავაჩინსკის ყურეში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის ფსკერზე, 42,8 კმ-ის სიღრმეზე იყო.