ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდების შემადგენლობები ცნობილია

ტატო გრიგალაშვილი

26 ნოემბერს გორი ძიუდოს წლის მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. შეჯიბრს შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ერქმევა.

ტურნირზე ევროპის საუკეთესო 15 კლუბი იასპარეზებს, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის. ჩემპიონთა ლიგაზე გამომსვლელი მამაკაცთა რვა კლუბიდან – სამი ქართული, ორი ფრანგული, სერბული, ესპანური და ბერძნული კლუბები იქნებიან. „გოლდენ გორი“, „მებრძოლი“ და „არეა“ – სამივე ჩვენი კლუბი უმაღლესი სინჯის მიზნებისთვის იბრძოლებს.

ქართული კლუბების შემადგენლობები ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია. ასპარეზობები ხუთ წონით კატეგორიაში – -66, -73, -81, -90,+90კგ-ში გაიმართება.

„გოლდენ გორი“ – ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმირ ახალკაცი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე ( 90) და გელა ზაალიშვილი (+90).

„მებრძოლი” – გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (+90).

„არეა” – თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (+90).

გორში ტურნირზე ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ვიხალავთ ლეგენდარულ ძიუდოისტს ტედი რინერს. მის გუნდში ტიტულოვანი სპორტსმენები – დენის ვიერუ, მანუელ ლომბარდო და დავლათ ბობონოვი ჭიდაობენ.

26 ნოემბერს საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ძიუდოს ბევრი სხვა ვარსკვლავებიც გამოვლენ. ესპანურ კლუბ „სტაბიაში” ჭიდაობს მსოფლიო პირველობის ორგზის გამარჯვებული, ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ასევე ესპანურ კლუბ „ვალენსიაში” ვიხილავთ მსოფლიოს ჩემპიონ დარია ბილოდიდსაც. ბევრი ცნობილი და ტიტულოვანი ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული ასევე სერბული კლუბი „რედ სტარიც” (ორუჯოვი, მოლაი, მაჟდოვი, რახიმოვი).

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოსმედალოსანია, მათ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის „მებრძოლი“ დაამარცხეს.

ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება, შეჯიბრი 10:00-ზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.