ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
28 ოქტომბერს, მსოფლიოში, ძიუდოს საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც უკავშირდება ძიუდოს ფუძემდებლის ძიგორო კანოს დაბადების დღეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, ამ დღეს, "ძიუდოს ფესტივალით" შეუერთდა, რომელიც სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს, მარნეულის სპორტული სკოლის: ქალაქ მარნეულის, სოფელ წერეთლის, სოფელ თამარისისა და ქვემო სარალის ძიუდოს აღსაზრდელებმა და მწვრთნელებმა.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ მოვლენილმა ტრენერმა, კახა გვიჩიანმა, მოსწავლეებისათვის საჩვენებელი მასტერკლასი ჩაატარა. ფესტივალს ესწრებოდა მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.
ღონისძიების დასრულების შემდგომ, ყველა მონაწილეს, სიმბოლურად გადაეცათ სიგელები.