ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
19 წლის ქართველი ძიუდოისტი, გიორგი სარდალაშვილი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. სარდალაშვილმა ოქროს მედალი, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ იუნგ ვეი იანგთან დაპირისპირებაში მოიპოვა, რომელიც ფინალში ვაზარით დაამარცხა.
ბრინჯაოს მედალი აიღო საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში თურქი ოზლემ ილდიზი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა გიაკოვასთან ვაზარით დამარცხდა.
დღეს ტატამზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი, ხოლო 81 კგ-ში კი გიორგი ახალკაცი იასპარეზებს.