მარნეულმა, თენგიზ ნავერიანის სახელობის, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში უმასპინძლა

მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა, თენგიზ ნავერიანის სახელობის, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაერთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

შეჯიბრი ჩატარდა ხუთ წონით კატეგორიაში.  საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ტურნირის ჩემპიონი და ტურნირის ჩემპიონი და თენგიზ ნავერიანის თასის მფლობელი გახდა გუნდი "ოლიმპი". 
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა "შავი ავაზა", მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ,  გუნდი "განთიადი" და " აფხაზეთის ძიუდოს აკადემია ".

ტურნირს ესწრებოდნენ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი,  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის ოსტატი და თენგიზ ნავერიანის მეგობარი, ბერდია გუგავა .