„ბორჯღალოსნებმა“ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში 40:7 მოიგეს

რაგბი

ავჭალის სტადიონზე „ბორჯღალოსნებისა“ და ნიდერლანდების ნაკრების შეხვედრა დასრულდა.

თამაში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა და 40:7 დასრულდა. ნიდერლანდების ნაკრებმა ლელოს დადება ბოლო წუთებში შეძლო. ეს „ბორჯღალოსნებისთვის“ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში იყო.

შემდეგ მატჩს „ბორჯღალოსნები“ მადრიდში 16 თებერვალს, 15:45 საათზე, ესპანეთთან გამართავს.

საქართველოს რაგბის ნაკრებისა და ნიდერლანდების ნაკრების შეხვედრის პირველი ტაიმი 19:0 დასრულდა.

„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა 1 თებერვალს „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 110:0 მოუგეს.