საქართველოს რკინიგზა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

მატარებელი

11 თებერვლიდან, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი, თანამედროვე და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს. - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო, მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს.

განრიგი:
თბილისიდან გასვლა – 09:00

ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
ოზურგეთიდან გასვლა – 08:40

თბილისში ჩასვლა – 16:00 ბილეთის ღირებულება:მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით).  რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას: ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.