არგენტინაში მდინარე გაწითლდა და უჩვეულოდ მძაფრი სუნი აქვს – ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება

არგებტინის მდინარე

არგენტინაში, ბუენოს-აირესის გარეუბანში, მჭიდროდ დასახლებულ რაიონში გამავალი მდინარე წითლად შეიღება, რამაც ეჭვები და შეშფოთება გამოიწვია, რომ წყალში სამრეწველო ქიმიკატები მოხვდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

წითლად შეღებილი მდინარე "სარანდის" ფოტოები ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მდინარე, ვილა Inflamable-ს მახლობლად, აველანედას მუნიციპალიტეტში გაედინება, სადავ ცხოველის ტყავის გადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს. მედიის ცნობით, ქარხნები ტყავს შესაბამისი ქიმიკატების გამოყენებით ამუშავებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარის უჩვეულოდ წითელ ფერთან ერთად, მას მძაფრი სუნიც აქვს.

წყარო: Rustavi2.ge