სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ
1783348042
Adidas-მა ოფიციალურად წარადგინა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალების, მე-3 ადგილისთვის მატჩისა და ფინალის ოფიციალური ბურთი.
მუნდიალების ისტორიაში პირველად, გერმანულმა ბრენდმა ტურნირის ფინალური ფაზისთვის არა უბრალოდ ძველი ბურთის ფერები განაახლა, არამედ სრულიად განსხვავებული, პრემიუმ დიზაინი შექმნა, რომელიც ოქროსფერ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი.
დიზაინის მთავარი შთაგონების წყარო თავად მსოფლიო თასია, ხოლო ვარდისფერი და წითელი დინამიკური აქცენტები მოედანზე ფეხბურთელების ბუცებთან ვიზუალურ კავშირს ქმნის.
