სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ
1783348042
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, ქუთაისში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს ზურგის არეში დანა დაარტყა, რომელიც იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.