სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ
1783348042
შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.
ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ორგანიზებით, 8 ივლისს გაიმართება საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საერთო ჯამში, უმასპინძლებს ასობით დელეგატს მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, ასევე მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურის, ტრადიციული სამოსის, საიუველირო ხელოვნებისა და ღვინის კულტურის შესახებ; გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ბასიანი“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების მქონე პროდუქტები და ქართული ტრადიციული კერძები.
WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სიტყვით მიმართავს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები WIPO-ს გენერალურ დირექტორთან, ევროპის საპატენტო უწყებისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხები.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა 15 ივლისამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.