დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო - საქმეზე გამოძიება დაიწყო (უცხოეთი)
1732309977
სასწაულების არსებობასა და ახდენილ ოცნებებზე, ცოტას თუ შეუძლია საუბარი. თითოეული ჩვენგანის მიზანი ინდივიდუალურია და ჩვენი სურვილებისა, თუ საჭიროებებიდან გამომდინარეობს,- ასეთი შესავლით იწყებს ჟურნალისტი მზეკო ჟვანია თავისი რესპონდეტის ინტერვიუს, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტთან ჩაწერა. ისტორია სევდიანია, თუმცა, პოზიტიური დასასრულით...
ბავშვობის ოცნებები, სტუდენტური მიზნები და პიროვნული იდეოლოგია, ოჯახის შექმნისთანავე გაქრა. 18 წლის წინ მძიმე ცხოვრებისა და რთული ყოველდღიურობის გამო, იძულებული გახდა სამშობლოდან წამოსულიყო. უცხო მიწაზე ყოფნისას, რწმენა და იმედი არასდროს დაუკარგავს, სჯეროდა, რომ ერთი დღესაც ყველაფერი უკეთესობისკენ დაიწყებდა შეცვლას. ოთხი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ახალგაზრდა მსახიობი აღმოაჩინა და საკუთარ “მეს” ჯერ ეკრანიდან ადევნებდა თვალს, შემდეგ კი მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ინტერნეტ სივრციდან ეცნობოდა და დღითი დღე რწმუნდებოდა, რომ ჯან იამანი სწორედ ის შემოქმედებითი მუზა და ინსპირაციის წყარო იყო, რომელზედაც ბავშვობიდან ოცნებობდა.
უამრავი დაბრკოლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების შემდეგ, გამბედაობა მოიკრიბა და ოთხი წლის წინ, წიგნი “მე გადავცურე ოკეანე” ჯერ ქართულად, შემდეგ კი იტალიურად "Ho imparato a nuotare nell’oceano" გამოსცა.
წიგნი უმეტესად ემიგრანტის ცხოვრებაზეა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, წიგნის დაწერის იდეა, თურქი მსახიობის აღმოჩენამ გააჩინა. ლაურა სამხარაძე ExclusiveTV-ს უყვება წიგნის პერსონაჟ “ლარასა” და ადრესატ, ჯან იამანის ცხოვრებისეულ დამთხვევებსა და ბავშვობიდან დღემდე გავლილი ფაქტების იდენტობაზე.
- ყოველთვის ძალიან მეოცნებე ვიყავი. ხელოვნება მიყვარდა და ბევრი ოცნება მქონდა. ჰოლივუდზეც კი ვოცნებობდი, წიგნის დაწერაზე, მსახიობობაზე, რეჟისორობაზე… ყოველთვის მიყვარდა წერის პროცესი, ჩვენს ქართულ ასოებს ვქარგავდი, როგორც ხატვა, ისეთივე იყო ჩემთვის წერაც. შემეძლო დილიდან საღამომდე დავმჯდარიყავი და მეწერა. სულ ვამბობდი, რომ პირველი წიგნი აუცილებლად იქნებოდა ხელნაწერი. ჩემს ოცნებებს ბავშვობაში ფრთები ვერ შევასხი… როგორც კი სასწავლებელი დავასრულე, ოჯახი შევქმენი და ჩემი ყველა ოცნება იქ დასრულდა.
- როდის, ან როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა?
- როცა ფილმის გადაღებაზე ვოცნებობდი, გონებაში ფილმის გმირი მამაკაციც კი შერჩეული მყავდა. კოლექციად ვაგროვებდი მსოფლიოს მასშტაბით კინოს, თეატრის და ზოგადად მსახიობების შესახებ ინფორმაციებს. თუკი, რაიმე გაზეთი ან ჟურნალი ჩამივარდებოდა ხელში, სადაც კინოზე და თეატრზე, ან მსახიობების ცხოვრებაზე საუბრობდნენ, ვჭრიდი და ჩემთვის ვაგროვებდი. ჩემი მშობლებისთვის მეორე შვილი ვარ და სხვათა შორის, უნდოდათ, რომ ბიჭი ვყოფილიყავი, ანუ, უნდა დავბადებულიყავი ბიჭად და ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, როგორი ვიქნებოდი ბიჭად დაბადების შემთხვევაში. აი, სწორედ ისეთივე “გმირი” მყავდა ოცნებებში, როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი, როგორც ჩანს ეს ბიჭი ჩემს ოცნებაში მამაკაცის ეტალონი იყო ჩემთვის. სრულიად შემთხვევით, 4 წლის წინ აღმოვაჩინე ერთი მსახიობი, რომელშიც სწორედ ის “გმირი” დავინახე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ფიზიკურადაც მივამსგავსე და შემდეგ უკვე, როცა მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე, აღმოვაჩინე უამრავი დამთხვევა, რომელიც კავშირში იყო ჩემი ბავშვობის ფიქრებთან და ოცნებებთან, სწორედ ეს გახდა ამ წიგნის დაწერის უდიდესი სტიმული. მომინდა, რომ ამ ადამიანთან ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დეტალზე მესაუბრა. წიგნი არ იყო გათვალისწინებული ფართო საზოგადოებისთვის. ამ ადამიანის აღმოჩენით, თითქოს, ჩემი დაკარგული ნაწილი ვიპოვე და ჩემს ოცნებას რეალობაში გადმოსვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. იმ პატარა, ფრთებშეკვეცილი ლაურას, რომელიც ჩემში იყო გამომწყვდეული, მისი გათავისუფლება მომინდა. ისეთი გულახდილი, გულწრფელი და მართალი, ალბათ, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ, როგორც ამ წიგნის დაწერისას - საოცარი ემოცია იყო! ოთხი წლის წინ, ეს მსახიობი საერთოდ არ იყო ცნობილი იტალიაში, ახლა ისე მოხდა, რომ იტალიაში მოღვაწეობს. საქართველოში მირჩიეს, რომ ეს ლამაზი ამბავი წიგნად უნდა გამოცემულიყო.
- ოცნება აიხდინეთ და წიგნი გამოეცით, მაგრამ თუ მიაღწიეთ მიზანს?
- ამ წიგნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ჩემი მიზანი ნამდვილად არასდროს ყოფილა, მხოლოდ ის მინდოდა ამ ადამიანამდე მისულიყო ეს წიგნი და ამიტომაც გადავწყვიტე ქართულის შემდეგ იტალიურადაც დამეწერა. ისე მოხდა, რომ ამ მსახიობის ოფიციალურ სტამბას დავუკავშირდი და წიგნებიც ოფიციალურად გადავუგზავნე. ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოცნება ავიხდინე და მთელი წიგნის ხელნაწერი გავაკეთე, მოვქარგე ქართული ბგერებით, რომელიც სპეციალურად ჯან იამანისთვის გავაკეთე, რადგან, როცა შევხვდებით გადავცე სუვენირის სახით. რა თქმა უნდა, იტალიური წიგნი უკვე გადაგზავნილი მაქვს და აუცილებლად გადასცემენ, მაგრამ უკვე საქმის კურსში არიან, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი მინდა, თან, როგორც გითხარით, ორიგინალი (ხელნაწერი) წიგნიც უნდა მივცე. ეს მართლაც დაიმსახურა, რადგან ჯან იამანი ოცნების ასრულებაში დამეხმარა.
- როგორც ვიცი თქვენ უკვე ესაუბრეთ ჯან იამანის მენეჯერს. ცნობილია როდისთვის დაიგეგმება თქვენი შეხვედრა?!
- ჯანი ამ ეტაპზე ბუდაპეშტში იმყოფება და დარწმუნებული ვარ, როცა ჩამოვა აუცილებლად დაგეგმავს მენეჯერი ჩვენს შეხვედრას. მას ვთხოვე, რომ ჯერ წიგნი წაეკითხა ჯანს და შემდეგ დაეგეგმა ჩვენი შეხვედრა, რადგან წიგნის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ექნება.
- რა მოლოდინები გაქვთ, როგორ ფიქრობთ, შეხვედრა შედგება?
- მასთან შეხვედრის მოლოდინიც კი განსაკუთრებულ ემოციებში მამყოფებს. კიდევ მაქვს ერთი მნიშვნელოვანი ოცნება ჯანთან დაკავშირებული: მინდა, რომ მასთან ერთად ფილმში გადამიღონ, მაგრამ ეს აბსურდულად მეჩვენება. თუმცა, წიგნის დაწერაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის (იცინის). 4 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რამე თემა დამიწერეო, შეუძლებელი იყო, იმდენად ჩაკეტილი მქონდა გონება და იტალიურად თუ რამეს დავწერდი, საერთოდ ვერ წარმომედგინა. სიმართლე გითხრათ, კომპიუტერთან მუშაობაც კი არ ვიცოდი. არ ვიცოდი, არც ერთი სამუშაო პროგრამის გამოყენება, მაგრამ ეს იმდენად დიდი მიზანი იყო ჩემი, რომ მე ეს შევძელი. განაგრძეთ კითხვა